კადიროვის უახლოესი გარემოცვა "რედისონშიც" იყო - ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

04.06.23 17:20
კადიროვის უახლოესი გარემოცვა "რედისონშიც" იყო - ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

საეჭვო ექსკორტი საქართველოში - სოციალურ ქსელებში ისევ ვრცელდება კადრები, სადაც რუსულნომრიანი მანქანები ჩანს. ირკვევა, რომ რამზან კადირობის უახლოესი გარემოცვა თბილისის "რედისონშიც" იყო. ფოტოს ავტორი ამბობს, რომ ის 25 მაისს არის გადაღებული. 

ინფორმაციის გადასამოწმებლად "პირველები" სასტუმრო "რედისონში მივიდა. პირად საუბრებში სასტუმროს ადმინისტრაცია ამბობს, რომ მსგავის ავტომობილები მათ საპარკინგე საპარკინგე სივრცეში არ ახსოვთ. 

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოში ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფება, თუმცა ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა.  ბათუმი, თბილისი, ნატახტარი - ეს ის ადგილებია, სადაც რუსულნომრიანი და დაბურულ მინებიანი ესკორტი გადაიღეს. ფაქტის დამადასტურებელი ერთ-ერთი ბოლო კადრი გუშინ, ნატახტრის გზაზეა გადაღებული.