გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩეჩნები საქართველოში ბანაკებს ქმნიან - უკრაინაში მებრძოლი ქართველები
უკრაინაში მებრძოლი ქართველები ეჭვობენ, რომ კადიროვის ბანდის წევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სამხედრო ბანაკებს აწყობენ. რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფი ადამიანები საქართველოს ძალოვან უწყებებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ოკუპანტი სახლემწიფოდან სპეცდავალებით შემოსულების ვოიაჟზე.
მამუკა მამულაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კადიროველები მათთვის საჭირო მომენტში ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს.
ჩვენ დიდი ხანია გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩეჩნები ქმნიან ბანაკებს საქართველოს მთავრობის დახმარებით საქართველოში, საწვრთნელ ბაზებს, ასევე სასროლი ბაზებია საქართველოში, რომლებიც, ფაქტობრივად, 24 საათია დაკავებული სწორედ აი, ამ ჩეჩნური დაჯგუფებების წევრები ავარჯიშებენ ამ ბაზებზე. არ გამოვრიცხავ, ეს დაჯგუფებები შეიძლება იყოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული ნებისმიერ მიტინგზე ან საპროტესტო აქციაზე. მე მგონია, რომ ასეთ ჩამოსვლესბ აქვთ ზუსტად აი, ასეთი დატვირთვა და არ ერიდებიან ამის არავისთის დანახვას. საქართველოს მოსახლეობას, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობა ემუქრება სწორედ ასეთი პერსონაჟებით, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ლადო გამსახურდია ამბობს, რომ კადიროველები საქართველოში მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებენ, რათა შემდეგ მათივე წინააღმდეგ გამოიყენონ.
ეს ხალხი არის კადიროვის ხალხი და რა თქმა უნდა, ეს არის პუტინის ხალხი. ისინი ხსნიან სპორტსკოლებს, სპორტდარბაზებს. უკვე მოგროვებული აქვთ ყველაზე ინფორმაცია. ჩვენზე პირადი ინფორმაცია და ჩვენს ოჯახებზე, ყველაზე აქვთ მოგრვებული ინფორმაცია. საქართველოში ჩამოსასვლელ გზას გვიჭრიანდა ცდილობენ, მორალურად დაგვაგდონ სულით და მორალურად. ნუ ენდობით საქართველოს მთავორბას, მე უკვე დიდი ხანია არ ვენდობი, - ამბობს ლადო გამსახურდია
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოში ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფება, თუმცა ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა. ბათუმი, თბილისი, ნატახტარი - ეს ის ადგილებია, სადაც რუსულნომრიანი და დაბურულ მინებიანი ესკორტი გადაიღეს. ფაქტის დამადასტურებელი ერთ-ერთი ბოლო კადრი გუშინ, ნატახტრის გზაზეა გადაღებული.