გაათავისუფლებენ თუ არა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს? - შსს-ს ვადა ეწურება
შინაგან საქმეთა სამინისტროსს ვადა ეწურება. აქციაზე დაკავებული პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ადვოკატები 3 საათში ან უნდა გაათავისუფლონ ან სასამართლოში მიიყვანონ.
ოპოზიცია პროტესტის მონაწილეების დაკავებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და რეპრესიულ პოლიტიკად აფასებს, რომელიც რუსული მეთოდებით ანგარიშსწორებას ერთი-ერთში ჰგავს. ეჭვებს აჩენს ისიც, რომ თბილისში დაკავებულები რეგიონულ იზოლატორებში ჰყავთ მოთავსებული. მათ შეზღუდული აქვთ ადვოკატთან კომუნიკაცია. არცერთთან არ შეაგზავნინეს წყალი და საკვები.
თბილისსა და ბათუმში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება თეთრი ფურცლების გამო დაიწყო. ნაწილს „ლაპარაკობს მოსკოვი“ ეწერა, ნაწილს პრემიერის ახალი მეტსახელი. დაპატიმრებულებს შორის იყვნენ ახალგაზრდებიც, რომლებიც დილით გაათავისუფლეს, რადგან პოლიციამ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ იპოვა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.