როგორ ხარ ჩემი მეგობარი თუ რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენიებ? - მეუფე იაკობი

04.06.23 19:19
როგორ ხარ ჩემი მეგობარი თუ რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენიებ? - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი  ყველა იმ ქვეყნის მმართველს აკრიტიკებს, ვინც საქართველოს რუსეთის და ბელორუსის გვერდით მოიხსენიებს. ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგებაში ისაუბრა.

 ბოდბელი ეპისკოპოსი, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტის მოლდოვაში გაკეთებული განცხადებითაა უკმაყოფილო. ვოლოდიმერ ზელენსკიმ  ღიად თქვა, რომ 
ბელორუსი და  საქართველო  რუსულ განუკითხაობაში არიან ჩათრეული.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ  პარტნიორს და მეგობარს არ უწოდებს იმ სახელმწიფო მმართველს, რომელმაც საქართველო რუსეთთან და ბელორუსთან გააიგივა.

ხალხში არასწორი გამოთქმაა - ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო. საქართველოში ასე არ იყო. დღეს შეიძლება ჩვენი ძველი მტრები ჩვენი მტრები არ იყვნენ, იმპერიები ყოველთვის შემოდიოდნენ საქართველოში და იბრძოდნენ და მარტივად გეტყვით ამის მაგალითს. ძალიან დიდი ხანი ვიყავით სპარსელების დაპყრობილი, შემდეგ რაღაც პერიოდი ოსმალეთის იმპერიამაც დაგვიპყრო, ერთმანეთში ომობდნენ და მაშინ, რომელიმე ჩვენი მეგობარი იყო?! ხომ, ჩვენი მტრის მტერი იყო?! ანუ იგივეობა იყო იმაში, რომ მაინც მტერი იყო. ამიტომ, მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ამერიკაზე და ევროპაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ დღეს მტერი ვინ არის?! ვისაც დაპყრობილი ვყავარ და ის ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ თავისუფალი გავხდე. თავი მოსაფხანად ხომ არ გვაქვს ქართველებს, ან იმიტომ, რომ მუცელში წყალი არ ჩაგვივიდეს. როგორ ხარ ჩემი ან პარტნიორი, ან მეგობარი თუ წახვალ-წამოხვალ და რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენიებ?! 2008 წლის ომის შემდეგ თვითონ მაქვს ნანახი რუსეთის მხარეს როგორ იდექი და როგორ ქილიკობდი ქართველების მიმართ, ჩვენი დაღუპული, გმირი ბიჭების მიმართ. ეკლესიას უფლება აქვს ილაპარაკოს, რადგან 2008 წელში მაშინდელი სამარცხვინო ხელისუფლების მოთავეებმა, პრეზიდენტიდან დაწყებული, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი იყო მიატოვეს ბიჭები და პატრიარქმა გამოიყვანა იქიდან. თავი დავიმცირეთ რუსეთის წინააღმდეგ შევედით, რომ ჩვენი ბიჭები იქ არ დაგვეტოვებინა, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.