ლავროვის ოჯახის შემდეგ კადიროველები - საქართველოში საეჭვო ექსკორტი გამოჩნდა

04.06.23 20:00
ლავროვის ოჯახის შემდეგ კადიროველები - საქართველოში საეჭვო ექსკორტი გამოჩნდა

ლავროვის ოჯახის წევრების შემდეგ საქართელოში, სავარაუდოდ,  კადიროველები შემოვიდნენ. თბილისი, ბათუმი, ყაზბეგი, ნატახტარი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადგილების, სადაც რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვა იმყოფებოდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც მერსედესის შავი ჯიპები დაბურული მინებით და რუსული ვიაიპი ნომრებით ჩანს. ესკორტში ხუთი მანქანაა.  გასამხედროებული დაჯგუფების წევრები საქართელოში, სავარაუდოდ, 26  მაისიდან იმყოფებიან.

კადიროველები პუტინის  დავალებების შემსრულებლები არიან. ეს ყველაზე სასტიკი ბანდაა, რომელსაც ადამიანის დახვრეტა, წამება და ცოცხლად დამარხვა შეუძლია.

 ოპოზიციის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის მარიონეტების საქართველოში  შემოსვლა დაუცველ სახელმწიფო საზღვარს ნიშნავს. მეტადრე, რომ ამ დრომდე უცნობია მათი ვიზიტის ნამდვილი მიზეზი.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები