ბათუმში დააკავეს რესტორნის მფლობელი, რომელმაც თანამშრომელზე იძალადა
ბათუმში დააკავეს რესტორნის მფლობელი, რომელმაც თანამშრომელზე იძალადა. დანაშაულის ამსახველ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს ხელს ახალგაზრდა კაცს სახაჭაპურე "რეტროს" მფლობელი.
დაპირისპირება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის რუსების გამო ჯერ შენობაში დაიწყო და შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა. თეიმურაზზ ვარშანიძემ მიმტანს შეურაცხყოფა სტუმრების თანდასწრებით მიაყენა. ირკვევა, რომ რუსების მასობრივი შემოდინების გამო რესტორანი რუსი მუშა ხელით გაავსეს, ისინი კი ადგილობრივ მიმტანებს დისკომფორტს უქმნიდნენ.
"არაფერი აგრესია ამათ მხრიდან არ ყოფილა, ვიდეოში ჩანს, რომ უბრალოდ საუბრობენ, მშვიდად სხედან მაგრამ, როგორც კი საქმე ეხება რუსებს და როგორც კი სახე ეხება მათ უპირატესს თანამშრომლებს, პრივილეგირებულ თანამშრომლებს, მაშინვე გამოხატა აგრესია, მაშინვე დაიწყო ბავშვების მიმართ აგრესია" - ამბობს, "რეტროს" ყოფილი თანამშრომელი მარია ზოიძე.