არასრულწლოვნის სუიციდი ლანჩხუთში - გურიაში დაკითხვების სერია მიმდინარეობს

21.05.21 11:07
არასრულწლოვნის სუიციდი ლანჩხუთში - გურიაში დაკითხვების სერია მიმდინარეობს

დაკითხვების სერია გურიაში - სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, რამ მიიყვანა 11-ე კლასელი თვითმკვლელობამდე. 

პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოკითხეს გარდაცვლილი გოგონას სკოლის პედაგოგები, თანაკლასელები და მეზობლები. 

"პირველებმა" ქეთი გეგუჩაძის ძმა ოჯახის წევრების თანხმობით ჩაწერა. ბიჭი ამბობს, რომ დას მაშინ ესაუბრა, როცა ქეთი ტაძრიდან დაბრუნდა, თუმცა გოგონას პრობლემების შესახებ ძმისთვის არაფერი უთქვამს. 

სკოლის მასწავლებლები ქეთი გეგუჩაძეს მხიარულ გოგონად ახასიათებენ. ისინი სკოლაში კონფლიქტს გამორიცხავენ. 

სიცოცხლით სავსე, კომუნიკაბელური ბავშვი იყო"- აცხადებენ პედაგოგები. 

გარდაცვლილის კლასელების თქმით, ქეთი სკოლაში პირადზე არაფერს ჰყვებოდა. 

გარდაცვლილის ბებია ამბობს, რომ მამასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ  გოგონა საქონლის სადგომში შევიდა, სადაც თოკით ჩამომხრჩვალი იპოვა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები