"დაგვიჭირეს რუსულად, მოგვექცნენ რუსულად" - თეთრი ფურცლების საქმე სტარსბურგში წავა
თეთრი ფურცლების საქმე ევროსასამართლოში წავა. უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და საბა ბრაჭველი სარჩელს
სტრასბურგში გააგზავნიან.
არცერთმა ჯერ არ იცის, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. ადვოკატები და სამოქალაქო აქტივისტი ეჭვობენ, რომ პროცესს "ქართული ოცნება" სასურველ მოსამართლეებს მაშინ ჩააატარებინებს, როცა საპროტესტო მუხტი ჩაცხრება.
გამოხატვის თავისუფლებისთვიდ დაკავებულები "პირველებთან" აცხადებენ, რომ მათთვის მნიშველოვანია, სასამარლო პროცესები დროულად ჩატარდეს, რათა შემდეგ საქმე სატრასბურგში წაიღონ.
დაკავება ჩემი იყო სრულად უკანონო. ეს არის არა მარტო ჩემს შემთხვევაში, არამედ ჩემი კოლეგების შემთხვევაში დანაშაული. ვაპირებ, რომ სხვა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებიც გამოვიყენოთ აუცილებლად იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ უფრო მკაფიოდ და ძალიან მალე ნახოს, რომ საქართველოში ადამიანებს უკვე აკავებენ თეთრი ფურცლის ხელში ჭერის გამო. ძალიან ნათეოლი მაგალითია გამოხატვის თავისუფლების დარღვევის და ასევე, მინდა მოვუწოდო და მივმართო შსს-ს, რომ დროულად შეიტანოს პირადად ჩემი საქმე სასამართლოშ, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
დგინდება ისიც, რომ რუსული მეთოდით დაკავებულებს თელავის იზოლატორში რუსული საკვებით გაუმასპინძლდნენ.
არ დაგვარეკინეს, მოგვექცნენ რუსულად, დაგვიჭირეს რუსულად და ასევე გვაჭამეს რუსულად, იმიტომ, რომ როცა ჩაგვკეტეს, გვითხრეს, რომ არ შემოგატანინებთ არაფერსო, მიუხედავად იმისა, რომ 48 საათი ვიყავით შიგნით და გვაჭამეს რუსული კონსრევები და რუსული სუპები. 1 წუთი აკლდა გასვლას და „გავალ-მეთქი“ და „არა, მოიცა, 1 წუთი დარჩაო“. 1 წუთიც არ მაპატიეს. ამით რა მოგეს? რეჟიმი უფრო გაშშვლდა, უფრო რუსული გახდა, უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგო, რომ უფრო მეტად რუსულია, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა რომანაძე.