ევაკუაცია ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში - შენობაში ბომბს ეძებენ

05.06.23 12:58
ევაკუაცია ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში - შენობაში ბომბს ეძებენ

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ბომბს ეძებენ. სკოლაში ახლა გამნაღმველები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მოსწავლეების ევაკუაცია დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო. სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე  მიიღო შეტყობინება, რომ შენობაში ბომბია.

აკადემიაში ამბობენ, რომ შენობა ბავშვების უსაფრთხოების გამო დაცალეს.

 "ბავშვების უსაფრთხოების გამო დავცალეთ შენობა, შესაბამისად ჯერ-ჯერობით ვერანაირ კომენტარს ვერ ვაკეთებთ, როგორც კი რამე რამე გახდება ცნობილი, ამოწმებენ შენობას, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. მეტ კომენტარს სამწუხაროდ ვერ გავაკეთებ" - ამბობს ბრიტანულ-ქართული აკადემიის წარმომადგენელი.