კადიროველები საქართველოში - ვოლსკის მტკიცებით, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება

05.06.23 13:05
კადიროველები საქართველოში - ვოლსკის მტკიცებით, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება

კადიროველები საქართველოში - "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ეროვნულ ინტერესებს და ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. გია ვოლსკის თქმით, გროზნოს ყოფილი მერის და ჩეჩენი ბიზნესმენის ვიზიტზე კონსპირაციების აგება არასწორია.

გროზნოს ყოფილი მერი, გადაყენებული, ვთქვათ, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, მონათლო კადიროველებად და დააბრალო ის, რომ შემვიდნენ რაღაც დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია. ეს ის თემა არ არის, რომლითაც შეიძლება ჩვენი უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებაში აღმოჩნდეს. ასე რომ, კონტროლი საკმაოდ ინტენსიურია. უსაფრთხოების საკითხები არ არის რაიმენაირად საფრთხის ქვეშ პრობლემის წინაშე და ეს არის თვალხილული ფაქტი. არ მგონია, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაში უნდა აკეთონ განცხადებები, - ამბობს ვოლსკი. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოში ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფება. ბათუმი, თბილისი, ნატახტარი - ეს ის ადგილებია, სადაც რუსულნომრიანი და დაბურულ მინებიანი ესკორტი გადაიღეს. 

"პირველებმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ საეჭვოს ექსკორტის საქარტველოში ვიზიტის შესახებ შსს ინფორმაციას ფლობდა. ს საუბარია ჯარიმის ქვითრებზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ საეჭვო  ავტოკოლონის მგზავრებს გამოუწერა. კადიროვის უახლოესი გარემოცვა საგზაო წესების დარღვევისთვის ჯამში 19-ჯერ დააჯარიმეს.