როგორ უნდა ამოიღონ კადიროველებისთვის გამოწერილი ჯარიმების თანხები? - აქუბარდიას კითხვას შსს-ს
თეონა აქუბარდია შინაგან საქმეთა მინისტრსს სადეპუტატო კითხვით მიმართავს. ოპოზიციონერ პოლიტიკოს აინტერსებს, რა მექანიზმით უნდა ამოღოს ძალოვანმა უწყებამ ჯარიმის თანხები, რომელიც საპატრულო პოლიციამ კადიროვის გარემოცვას საქართველოში გამოუწერა.
დეპუტატის კითხვას შსს დუმილით პასუხობს, რაც აქუბარდიას თქმით, კიდევ უფრო ამძაფრებს განცდას, რომ ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებაზე არ ფიქრობს.
მე გავაგზავნე სადეპუტატო კითხვა შს მინისტრთან. გვაქვს პასუხი პარლამენტის წევრისგან, რომელიც არ გახლავთ თავდაცვის უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელი და რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ის არ უნდა საუბრობდეს. არ გვპასუხობს შსს მაშინ, როცა ამხელა გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან ამ ექსკორტით ვიზიტს და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად შექმნა ამან განცდა, რომ ხელისუფლება არ ზრუნავს უსაფრთხოებაზე და ამ მოცემულობაში ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ ჩამოშლილია უსაფრთხოების სისტემა, - ამბობს აქუბარდია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოში ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფება. ბათუმი, თბილისი, ნატახტარი - ეს ის ადგილებია, სადაც რუსულნომრიანი და დაბურულ მინებიანი ესკორტი გადაიღეს.
"პირველებმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ საეჭვოს ექსკორტის საქარტველოში ვიზიტის შესახებ შსს ინფორმაციას ფლობდა. საუბარია ჯარიმის ქვითრებზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ საეჭვო ავტოკოლონის მგზავრებს გამოუწერა. კადიროვის უახლოესი გარემოცვა საგზაო წესების დარღვევისთვის ჯამში 19-ჯერ დააჯარიმეს.