ნიკა გვარამიას საქმეს სანქცირებული მოსამართლის ოჯახის წევრი განიხილავს
ნიკა გვარამიას საქმე საქართველოს მთავარ სასამართლოში სანქცირებული მოსამართლის ოჯახის წევრს დაეწერა. სამიდან ერთ-ერთი მოსამართლე, ვინც "მთავარი არხის" დამფუძნებლის ბედი უნდა გადაწყვიტოს, ლევან თევზაძეა, თევზაძის სიძე კი ამერიკის მიერ სანქცირებული კლანის ბოსი ირაკლი შენგელიაა.
უზენაესი სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 22 ივლისს გამოაცხადებს. სწორედ ამ დროს გადის საკასაციო საჩივრის შეტანიდან 6 თვიანია ვადა, თუმცა 5 თვეზე მეტი უზენაესმა სასამართლომ სასამართლო კოლეგიის დაკოპლექტებას მოანდომა.
უზენაეს სასამართლოს 5 თვეზე მეტი დასჭირდა უბრალოდ შემადგენლობის გასასაზღვცრად იმ პალატის, რომელმაც უნდა განიხილოს ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივარი. მოგეხსენებათ, რომ კანონით სასამართლოს აქვს 6 თვიანია ვადა. ამ 6 თვიანია ვადიდან 5 თვე მხოლოდ სხვა მოსამართლეებზე ფიქრს მოანდომა მერაბ გაბინაშვილმა, რომლის აცილების შაუმდგომლობა გვქონდა ჩვენ დაყენებული. ეს ადამიანი ალბათ დანიშნეს კანონის მოთხოვნათა დარღვევით ზუსტად იმიტომ, რომ ნიკა გვარამიას მსგავსს საქმეებზე პოლიტიკური დაკვეთა შეასრულოს და უკანონო განაჩენები მიიღოს და არ ვიცი ახლა რა ვადაში გააგრძელებს სასამართლო ამს აქმის განხილვას. ყველაფერი დამოკიდებულია მთლიანად უკვე სასამართლოზე, რომელშიც გარდა მერაბ გაბინაშვილისა, მის შემადგენლობაში არიან უკვე ლევან თევზაძე და ნინო სანტოძე, - ამბობს ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
აღნიშნული გარემოებები ოპოზიციას უჩენს ეჭვს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება გვარამიას ციხეში ჩატოვებას შეეცდება.
საწინაღმდეგოს ამტკიცებს "ქართული ოცნება". მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ აშშ-მ მოსამართლე შენგელია უმიზეზოდ დაასანქცირა და მის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა.
თუ შეიძლება გამახსენეთ მტკიცებულება, რომელი მტკიცებულებაც იყო წარმოდგენილი სანქცირებისთვის. აშშ-ს სიმართლეში ეჭვი გეპარებათ? მეც რომ არ შემეპაროს ეჭვი არავის სიმართლეში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ერთი მტკიცებულება დამისახელეთ, რასთან დაკავშირებით დაასანქცირეს?, - ამბობს მდინარაძე.