ღარიბაშვილი: საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღე გაიმართება, თემა „მშვიდობა და ტურიზმი“ იქნება
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიო ტურიზმის დღე 2024 წელს საქართველოში აღინიშნება. პრემიერის თქმით, ღონისძიების სლოგანი „მშვიდობა და ტურიზმი“ იქნება:
„მსოფლიო ტურიზმის დღე გადაწყდა, რომ აღინიშნება საქართველოში, რაც მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლებთ ძალიან ბევრი ქვეყნის დელეგაციას. შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ამ დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი, სიმბოლურია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა და ქალაქი იქნა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.