სამართალდამცველებმა 19 წლის ბიჭზე იძალადეს - 2 ივნისს დაკავებულები
ე.წ. "თეთრი ფურცლების" საქმეზე ახალი დეტალები იკვეთება - 2 ივნისის ღამეს დაკავებულები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა დროებითი მოთავსების იზოლატორში 19 წლის ბიჭზე იძალადეს.
თვითმხილველის ინფორმაციით, ნაცნობია დაზარალებული ბიჭის ვინაობა, თუმცა არ ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. მისი თქმით, ახალგაზრდა ბიჭს მაისურზე წარწერები ჰქონდა გაკეთებული, რომლითაც პოლიციასა და ღარიბაშვილს აკრიტიკებდა.
თვითმხილველი ამბობს, რომ პოლიციას ნაცვლად იმისა, რომ ახალგაზრდა დაემშვიდებინა, პირიქით, უფრო ანერვიულებდნენ და მიმართავდნენ "რა გატირებს?!"
მისივე განცხადებით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ბიჭმა საპირფარეშოში გასვლა მოითხოვა, უკან დაბრუნებულმა კი უთხრა, რომ პოლიციამ მასზე იძალადა.
იურისტები გენ ინსპექციას მიმართავენ და ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ გამოძიება დაიწყოს სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაკავების პროცესში.
"სახალხო დამცველი ინფორმირებული იყო თავიდანვე ამ საკითხების შესახებ, მან განცხადებაც გაავრცელა. მისმა წარმომადგენლებმა ინახულეს დაკავებულებიც და არიან ინფორმირებული, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდა პოლიცია, საუბარია ახალგაზრდა აქტივისტზე. მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას იმიტომ, რომ მინიმუმ სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ჰქონდა ადგილი, მათ შორის ეს იყო, სიტყვის თავისუფლების ხელშეშლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ეს იყო შეკრება-მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელშეშლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ყველასთვის ხილული უკანონო დაკავება, რაც ასევე წარმოადგენს დანაშაულს. ჩვენ ამ დანაშაულებისთვის მივმართავთ, როგორც პროკურატურას ასევე ნაწილ დანაშაულებთან დაკავშირებით მივმართავთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს და მათგანაც მოვითხოვთ რეაგირებას" - ამბობს ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე.
შეგახსენებთ, რომ "თეთრი ფურცლების" საქმე ევროსასამართლოში წავა. უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და საბა ბრაჭველი სარჩელს სტრასბურგში გააგზავნიან.