თბილისში, კაზინო "აჭარაში" სპეცოპერაცია მიმდინარეობს (ვიდეო)
თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, "კაზინო აჭარაში" სპეცოპერაცია მიმდინარეობს. "პირველების" კამერამ გადაიღო კადრები თუ როგორ გამოაქვთ სამართალდამცველებს კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები.
ჩვენი ინფორმაციით, კაზინო აჭარაში ჩხრეკაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული.
შესაბამის უწყებებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.