"უსაფრთხოების სამსახურმა ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დაადასტურა" - ბრიტანულ-ქართულ აკადემია

05.06.23 16:28
"უსაფრთხოების სამსახურმა ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დაადასტურა" - ბრიტანულ-ქართულ აკადემია

ბრიტანულ-ქართული აკადემია სკოლაში შესაძლო ბომბის არსებობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დაადასტურეს. 

მათივე ცნობით, სასწავლო პროცესი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

"5 ივნისს ბრიტანულ-ქართული აკადემიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც დაუყოვნებლივ განხორციელდა სკოლის სრული ტერიტორიიდან ევაკუაცია და მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ფაქტის შესახებ ვაცნობეთ შსს და სკოლის მთლიანი პერიმეტრი შემოწმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურის მიერ. ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა არ დადასტურდა. ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში ხვალიდან განახლდება" - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ სკოლა ლოგოსშიც შევიდა.

შეგახსენებთ, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში დღეს დილით ევაკუაცია გამოცხადდა. ადმინისტრაციამ მეილზე მიიღო შეტყობინება ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ. დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდა და ევაკუაცია განხორციელდა.