უკრაინელი ჟურნალისტები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას გათავისუფლებას სთხოვენ
უკრაინელი ჟურნალისტების მხარდაჭერა ნიკა გვარამიას - 70-მდე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი დღეს კიევში საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბა.
უკრაინელმა ჟურნალისტებმა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო განცხადებით მიმართეს. რეპორტიორები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვენ.