თეთრი ფურცლების საქმე - პუტინის მეთოდებით დაკავებულები საკუთარი უფლებების დაცვას სტრასბურგში აპირებენ
თეთრი ფურცლების საქმე - პუტინის მეთოდებით დაკავებულები საკუთარი უფლებების დაცვას სტრასბურგში აპირებენ. 48 საათიანი პატიმრობა და არც ერთი წუთით ნაკლები. შს სამინისტრომ დაკავებულები ვადის ამოწურვამდე სრულად დატოვა იზოლატორებში და თან ახალი წესებიც დაუდგინა. არც წყალი, არც საკვები. არაფრის გამო საკნებში გამოკეტილებს ყველა უფლება წაართვეს. ახლობლებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში საკვების შეგზავნაც აუკრძალეს. ასეთი რამ ძალოვნებს ჯერ არ გაუკეთებიათ.
მიზეზი მხოლოდ ერთია - სამაგალითო დასჯა ყველა იმ პირის, ვინც გაბედა და ღარიბაშვილის რუსული პოლიტიკა გააპროტესტა. თბილისსა და ბათუმში ჯამში 14 პირი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული პირველებთან ჰყვება, რომ იზოლატორში სამართალდამცველები 19 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ. ადვოკატები ითხოვენ, რომ ძალადობის ფაქტზე სასწრაფო გამოძიება დაიწყოს. რეპრესიული მანქანა ჩართულია, თუმცა მოქალაქეები ყოველ დღე 9 საათზე პარლამენტთან მაინც იკრიბებიან და საკუთარ პროტესტს თეთრი ფურცლებით გამოხატავენ.
დასჯა პუტინის მეთოდებით - ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი