ფიზიკური ძალადობა მიმტანზე - რა ხდებოდა ცნობილ სახაჭაპურეში?
დიდი სკანდალი ბათუმის "რეტროში" - ცნობილი სახაჭაპურე დალუქულია, მფლობელი კი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია იმყოფება. თეიმურაზ ვარშანიძეს მიმტანის ცემაში ადანაშაულებენ, თუმცა დაკავებული საპირისპიროს ამტკიცებს. რესტორნის მესაკუთრე ამბობს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი თანამშრომლების მხრიდან თავად გახდა. ამის ამსახველი ვიდეო კადრების გასაჯაროებას კი მისი ადვოკატი აანონსებს.
მანამდე კი უკვე გავრცელდა კადრები სახაჭაპურის მფლობელის წინააღმდეგ. ვიდეო მასალა რეტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაავრცელა. მასში ჩანს, რომ ვარშანიძე მიმტანს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, შემდეგ გარეთ აგდებს და იწყება დაპირისპირება. სოლიდარობის ნიშნად "რეტრო" ყველა თანამშრომელმა დატოვა. ისინი სამართლებრივი დავისთვის მზადებას იწყებენ.
ფიზიკური ძალადობა მიმტანზე - ყველა დეტალი ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში