"ეს არის მცდელობა, საზოგადოებაში დათესონ პანიკა და შიში" - კალაძე ბომბების შესახებ ცრუ შეტყობინებებზე
ვინ დგას ცრუ ბომბების შეტყობინებების უკან? - შსს ამ დრომდე დუმს.
თბილისის მერის თქმით, ადგილი აქვს საზოგადოებაში პანიკის, შიშის და შფოთვის გამოწვევას. კალაძე ამბობს, რომ შესაბამისი სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე არიან და იცავენ ხალხის უსაფრთხოებას.
"მე არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი, თუმცა ცხადია, რომ მცდელობა არის საზოგადოებაში დათესონ პანიკა, იყოს რაღაც შფოთი, შიში, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ყოველთვის იქნებიან ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების სადარაჯოზე" - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთმანეთის მიყოლებით სავაჭრო ცენტრებში, სკოლებში და სასამართლოებში შედიოდა შეტყობინებები იქ არსებული ბომბების შესახებ.
სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ყველაფრის უკან რუსული ინტერესები იდგეს. ეს რუსული სპეცსამსახურების ნაცადი ხერხია, როდესაც მსგავსი ცრუ შეტყობინებებით სპეცსამსახურების შესაძლებლობებს ამოწმებენ.