"ჩემი უფლებები შელახეს" - "თეთრი ფურცლების" საქმეზე დაკავებული
რა მტკიცებულებებს მიიტანს გომელაურის უწყება სასამართლოში პარლამენტთან დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგ. პროცესები ამ დრომდე არ ინიშნება. არსებობს მტკიცებულებები, რომ აქტივისტების უფლებები იზოლატორებშიც შეზღუდეს.
ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტი ამბობს, რომ მისი კონსტიტუციური უფლებები, გამოხატვის უფლებასთან ერთად შეზღუდეს. აქტივისტი გამოსავალს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობაში ხედავს.
"ჩემი უფლებები შელახეს, კონსტიტუციური უფლება რაც მაქვს, ის შემიზღუდეს და შემიზღუდეს გამოხატვის თავისუფლების უფლება და არამარტო მე, ჩემსავით შეუზღუდეს ბევრ ადამიანს. იზოლატორში ჩაგვყარეს ადამიანები 48 საათის განმავლობაში, მაგრამ თუ დააკვირდით, 5 ადამიანი დაგვტოვეს დანარჩენი გამოუშვეს და გარდა ამისა, ბევრი ადამიანი რომ გამოვიდა და ბევრმა ადამიანმა გამოთქვა ამაზე სოლიდარობა, ავტომატურად შემდეგ არავინ აღარ დაიჭირეს. ამ რეჟიმის გატეხვა შეიძლება იმით, რომ მეტი ადამიანი იყოს ერთმანეთის მიმართ სოლიდარული და ამ პროცესში ბევრმა ადამიანმა საკუთარი როლი იპოვოს" - ამბობს ერთ-ერთი დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი.