საქართველოში მიწისძვრა მოხდა

06.06.23 12:00
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში, ქალაქ თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სოფელ უკანაფშავში მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 3,9 მაგნიტუდას შეადგენდა.