ქმარმა ყოფილი ცოლი თოკით გაგუდა, ცხედარი კი ხევში გადააგდო
ქმარმა ყოფილი ცოლი თოკით გაგუდა, ცხედარი კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომობილის საბარგულში მოათავსა და ხევში გადააგდო. ახალგაზრდა ქალის დასახიჩრებული გვამი გლდანის ტყეში, ერთ-ერთი ვერსიით, გამვლელმა იპოვა. მოკლული 27 წლის ქალია.
სასტიკ დანაშაულში ბრალდებული 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილი დაკავებულია. მას შსს ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობას ედავება.
იდენტიფიცირებულია ნაქირავები ავტომობილიც, რომელშიც კაცმა ყოფილი ცოლის მოკლა. ცხედარი გლდანის ციხეების ტერიტორიაზე წაიღო და ხევში გადააგდო.