სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები გამოკითხვაზე მიიყვანეს - გამოძიება დეტალებს ადგენს

06.06.23 14:09
სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები გამოკითხვაზე მიიყვანეს - გამოძიება დეტალებს ადგენს

სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები გამოკითხვაზე მიიყვანეს. ჩვენებას საგამოძიებო უწყებას ამ წუთებში აძლევენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც, ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანების მიმართ ძალადობის მტკიცებულებები პროკურატურაში წარადგინა.

გამოძიება ადგენს, ვინ არიან ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ, ვიდეოებს უღებდნენ, სოციალურ ქსელში ვირუსულად უვრცელებდნენ და აშანტაჟებდნენ. 

"პირველი ეტაპით შეიძლება ვთქვათ, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტები იკვეთება, რომელზეც შესაბამის უწყებებს უკვე მივმართეთ ვინც ვართ ამ კუთხით ინფორმირებული და დღეს კიდევ მივდივართ ჩვენ გამოკითხვაზე პოლიციაში. აღნიშნული ფაქტები ხდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ყველამ ამ ქალაქებში ვინც იქვნენ სამოქალაქო აქტივისტებმა ყველამ მიმართა უკვე შესაბამის უწყებებს ადგილობრივად"  - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი.

საქმეში 8-დან 16 წლამდე ასაკის ათობით ბავშვი ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებაში დანაშაულის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები, ვიდეო მტკიცებულებები და ჩვენებები ორგანიზაცია "ქალთა ალიანსმა“ შეიტანა.