ცრუ განგაშების სერია - ექსპერტები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება კადიროველების სკანდალის გადაფარვას ცდილობს

06.06.23 14:31
ცრუ განგაშების სერია - ექსპერტები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება კადიროველების სკანდალის გადაფარვას ცდილობს

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცრუ განგაშების სერია ხელისუფლებამ კადიროველების საქართველოში ჩამოსვლის გადასაფარად მოაწყო. საუბარია სასამრთლოებში, სავაჭრო ცენტრებსა  და სკოლებში გავრცელებულ პანიკურ შეტყობინებებზე, თითქოსდა შენობებში ბომბი იყო.

უსაფრთხოების ექსპერტები ეჭვობენ, რომ "ოცნება" საზოგადოებაში შიშის დათესვას ცდილობს და ეს ყველაფერი კადიროველების სკანდალს უკავშირდება. ექსპერტების თქმით, შსს-ს გონივრული ვადა ჰქონდა იმისთვის, რომ დაედგინა, ვინ დააგზავნა მეილებზე შეტყობინებები. 

მე 100%-ით ვარ იმაში დარწმუნებული, რომ ეს ზუსტადა კადიროვის ხალხის ჩამოსვლა საქართველოში იმდენად იყო რეზონანსული, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერაფერი მოიფიქრა და რაღაც ამ სისულელეს მიმართა, რომ ხალხი დაატეროროს ახლა. მეილებს იწერებოდნენ, რომ შენობები არის დაბომბილი და ამას ვერ მიაგნო საქართველოს ხელისუფლებამ. თუ ეს ასეა, მაშინ საერთოდ სასაცილო სიტუაციაში ვართ, ე.ი., ჩენი უსაფრთხოება არ არსებობს, სამართალდამცავი ორგანოები არ არსებობს და არაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ეს დაკავშირეულია მხოლოდ და მხოლოდ იმასთან, რომ ეს ექსკორტის თემა იქნეს გადაფარული, - ამბობს ენმ-ს წევრი ნიკა მიქაია.  

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" ლდიერი დავით ქაცარავა კი არ გამორიცხავს, რომ ამ ყელაფერშ რუსული სპეცსამსახურების ხელი იყოს გარეული. 

ჟარგონით რომ ვთქვათ, „პრახადნოი“ ეზოდ არის გადაქცეული საქართველო და რუსული სპეცსამსახურები აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობენ აქ თავს . შესაძლოა, ეს რუსული სპეცსამსახურების მოქმედებაც იყოს, რომელიც ზვერავს ახლა სიტუაციას, - ამბობს დავით ქაცარავა. 

პოლიცია ამ დრომდე დუმს. გომელაურის უწყება ვერ ადგენს, საიდან შევიდა ობიექტებზე ცრუ შეტყობინებები.