მოსამართლე, სანქცირებული ლელა ჭანიას ნათლიმირონია, გასაგებია უკვე, რა გზით წავა სასამართლო - მელაძე

06.06.23 15:38
მოსამართლე, სანქცირებული ლელა ჭანიას ნათლიმირონია, გასაგებია უკვე, რა გზით წავა სასამართლო - მელაძე

პრემიერის მამა „ტვ პირველის“ და გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ - "ტვ პირველის" საინფორმაციოს ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, მოსამართლე გზირიშვილი, რომელსაც საქმე დაეწერა, დასანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის ცოლის (მურუსიძე ლელა ჭანიასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება) ლელა ჭანიას ნათლიმირონია, ამიტომაც მელაძეს არ უკვირს, თუ რატომ განაცხადა მოსამართლემ ტარიელ ღარიბაშვილის დაკითხვაზე უარი და ისიც გასაგებია, თუ რა გზით წავა სასამართლო დავა.

გასაგებია უკვე, რა გზით წავა სასამართლო და ლევან მურუსიძის და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი სასამართლოს არაფორმალური მმართველის ლელა ჭანიას დანიშნული ეს მოსამართლე რა გადაწყვეტილება მიიღებს. ლევან მურუსიძე ხომ ყველამ კარგად იცის ვინ არის, აშშ-ს მიერ სანქცირებული მოსამართლე. ლელა ჭანია არის ჩვენი აღქმით მისი ოჯახის წევრი, რადგანაც "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურებულია, რომ ისინი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, შესაბამისად ლევან მურუსიძეს ვკითხეთ, ამერიკული სანქციებში ეწერა ასეთი ჩანაწერი, რომ სანქცია ვრცელდება მოსამართლეზე და მათი ოჯახის წევრებზე. შესაბამისად, დადასტურებულად სანქცირებული და სავარაუდოდ სანქცირებული ლელა ჭანიას ნათლიმირონი არის ეს მოსამართლე, მათი სანდო ადამიანი პოლიტიკური წარსულით, ადამიანმა რომელმაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილის მამის სასამართლოში დაკითხვაზე, გამოცხადებაზე თქვა უარი ეს ადამიანი თავად იყო კასპის საკრებულოში ფრაქცია "ქართულ ოცნებაში". პოლიტიკური წარსულით კასპის საკრებულოს ადამიანი გადმოიყვანეს ახალ სასამართლოში და შესაბამისად სხვა რა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მისაღები გასაგებია.

ამ საქმეზე არსებობს უმთავრესი შეფასება, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშით, რომელიც ეხება მსოფლიოში ადამიანის უფლებებს და იქ ხვდება ძალიან მკაფიოდ გადამოწმებული ფაქტები დიდი ანალიზის და შეფასების შედეგად, სეიდების 2022 წლის ანგარიში წერია, რომ საქმე, რომელიც მიმდინარეობს ნოდარ მელაძის და მაკა ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ სახელობითად ეს კონკრეტული საქმე საქართველოში აღქმული იყო, როგორც ჟურნალისტებზე ზეწოლა. გასაგებია უკვე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომლის იურისტების კომპეტენციაში ეჭვი არავის ეპარება, დაადასტურა რა საქმე არის ეს. ახლა მურუსიძის სასამართლო ამ 20 000 ლარიან ჯარიმას თუ "ტვ პირველს" დააკისრებს, თუ არ დააკისრებს ჯერ გავიდნენ ბოლოში და მერე პასუხსაც ნახავენ" - ამბობს ნოდარ მელაძე.

სასამართლომ "ტვ პირველის" მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკამყოფილა.

გადაწყვეტილება, მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა, სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

პრემიერის მამა „ტვ პირველის“ და გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი „ტვ პირველის„ გაჩუმებას კლანის წევრი მოსამართლის ხელით ცდილობს.

პრემიერის გარემოცვა ჩვენს ეთერში გასული რეპორტაჟის გამო ნოდარ მელაძის და მაკა ანდრონიკაშვილის ანგარიშების და პირადი ქონების დაყადაღებას ითხოვს, არადა ფაქტი, რომლის გამოც ჩვენს ჟურნალისტებს პრემიერის ოჯახის ახლობელი უჩივის, უკვე დადასტურებულია. ღვინის ქარხანა, რომლსაც მანამდე ნუგზარ ალუღიშვილი ფლობდა, პრემიერის მამის სახელზე უკვე გადაფორმდა.