ე.წ. თეთრი ფურცლების საქმე - საქალაქო სასამართლოში აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს

06.06.23 17:17
ე.წ. თეთრი ფურცლების საქმე - საქალაქო სასამართლოში აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს

აქტივისტების სასამართლო მტკიცებულებების გარეშე - ე.წ. თეთრი   ფურცლების სააქმეზე საქალაქო სასამართლოში  პარალელურად რამდენიმე სხდომა მიმდინარეობს. დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგ  გომელაურის უწყებამ ვიდეომტკიბულებები ვერ წარადგინა. პროცესზე მისული საპატრულო პოლციიის თანამშრომლები, რომლებმაც სამოქალაქო აქტივისტები  და ადვოკატები თეთრი ფურცლების გამო დააკავეს, ამტკიცებენ, რომ სამხრე კამერის ჩანაწერები არ აქვთ. 

არსებობს ეჭვი, რომ ვიდეოკადრების განადგურების დირექტივა მათ საპატრულო პოლიციის შეფისგან - ვაჟა სირაძისგან მიიღეს.

პოლიცია "პირველებთან" ირწმუნება, რომ თეთრი ფურცლების გამო არავინ დაუკავებიათ და რეალურად, ფურცლის მეორე მხარეს საპროტესტო წარწერები იყო გაკეთებული.

ცნობილია, რომ რამდენიმე აქტივისტის სასამართლო პროცესი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით უკვე გადაიდო. 

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს პარლამენტთან შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები პოლიციამ თეთრი ფურცლების ჭერის გამო დააკავეს.