"უნდა გავსაზღვროთ, რამდენად სწორი იქნება საცურაო აუზის გაკეთება" - კალაძე ისტორიულ ლაგუნა ვერეზე
დედაქალაქის მერი არ ამბობს, რა ბედი ელის ისტორიულ ლაგუნა ვერეს. კახა კალაძის თქმით, საკითხავია, რამდენად ღირს დაზიანებული საცურაო აუზის აღდგენა. მისი თქმით, საკითხს საზოგადოებასთან ერთად გადაწყვეტს.
ამ პროექტის გახორციელება მე არ დამიანონსებია, აქ იყო საუბარი გადმოცემაზე პროექტის, თუმცა უნდა გავიაროთ ჩვენ და გავსაზღვროთ, რამდენად სწორი იქნება საცურაო აუზის გაკეთება და გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან ერთად მივიღებთ, - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრში ივანიშვილი 65-ის ნაცვლად, 52 სართულიანი ცათამბჯენის ჩადგმას გეგმავს. ოლიგარქის ე.წ. ჟირაფები „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე განთავსდება.
დიდი პროტესტის შემდეგ მერიამ „ფონდ ქართუს“ მასშტაბური პროექტი ფორმალურად დაახარვეზა, თუმცა საბოლოოდ, მინიმალური ცვლილებები შეიტანა და სავარაუდოდ, მშენებლობის ნებართვაც უახლოეს პერიოდში გაიცემა.