რა ბედი ელის ისტორიულ ლაგუნა ვერეს? - ოპოზიცია ეჭვობს, რომ მერია საცურაო აუზის დანგრევას გეგმავს

06.06.23 17:43
რა ბედი ელის ისტორიულ ლაგუნა ვერეს? - ოპოზიცია ეჭვობს, რომ მერია საცურაო აუზის დანგრევას გეგმავს

რა ბედი ელის ისტორიულ ლაგუნა ვერეს? - ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება საცურაო აუზის აღდგენას აღარ აპირებს და გეგმაში აქვს, იქ ივანიშვილის მრავალსართულიან კორპუსები ჩადგას.

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა საცურაო აუზის აღსადგენად თანხებს ვერ იმეტებს. მისი თქმით,  თუკი ქალაქის მერია და ოლიგარქი იქ 60 სართულიანი კორპუსებს ააშენებენ, ეს მათი მხრიდან მორიგი დანაშაული იქნება. 

ბიძინა ივანიშვილს უნდა მოეხდინა ლაგუნა ვერეს რეაბილიტაცია და ახლა ხვდება, რომ იქ ფულის დახარჯვა არის მისთვის ძალიან დიდი ხარჯი და ამის გაკეთება არ უნდა. ჰქონა მცდელობა, როგორც ჩანს, რომ გადაეცა ეს ლაგუნა ვერე მერიისთვის და მერიას დაეხარჯა მილიონები, მაგრამ ამის გაკეტებაც იქნება, პრაქტიკულად, არამიზნობრივი ხარჯი, იმიტომ, რომ დახარჯო კერძო მესაკუთრის გამო მილიონობით ლარი იმიტომ, რომ მერე ბიძინას შემოსავლები გაორმაგდეს, ეს იქნება თანხების გაფლანგვა პირდაპირ. ანუ მე და თქვენ და თბილისელებმა ბიძინა ივანიშვილის გასარემონტებელი ლაგუნა ვერე არ უნდა გავარემონტოთ და საუკეთესო გამოსავლად, როგორც ჩანს, ნახულობენ იმას, რომ საერთოდ ლაგუნა ვერე დაანგრიონ, მიწასთან გაასწორონ, დაანგრიონდა იქ ბიძინა ივანიშვილის კორპუსები და ბიზნესცენტრები ჩადგან, რაც იქნება, რა თქმა უნდა, მორიგი დანაშაული ბიძინას მხრიდან, რაც არაერთი ჩაუდენია ამ ქალაქში, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე კი ფიქრობს, რომ ლაგუნა ვერე ადგილზე ივანიშვილის ცათამბჯენების ჩადგმა ქალაქს გამოუსწრებელ ზიანს მიაყენებს. 

ქალაქის ცენტრში ორი 60 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა ივანიშვილის მიერ და კალაძის ნებართვით, ამ ქალაქს მიაყენებს გამოსუწორებელ ზიანს. ეს იქნება კიევ ერთი ლურსმანი ჩვენი ქალაქის ისტორიულ იერსახეში ჩარჭობილი და ვერანაირი კომპენსაცია ამ ზიანს ვერ აანაზღაურებს და როგორც ჩანს, ახლა კომპენსაციაზეც აღარაა საუბარი და მათ ლაგუნა ვერეს რეაბილიტაციაც აღარ უნდათ, - ამბობს საბა ბუაძე. 
 

შეგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრში ივანიშვილი 65-ის ნაცვლად, 52 სართულიანი ცათამბჯენის ჩადგმას გეგმავს. ოლიგარქის ე.წ. ჟირაფები „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე განთავსდება.

დიდი პროტესტის შემდეგ მერიამ „ფონდ ქართუს“ მასშტაბური პროექტი ფორმალურად დაახარვეზა, თუმცა საბოლოოდ, მინიმალური ცვლილებები შეიტანა და სავარაუდოდ, მშენებლობის ნებართვაც უახლოეს პერიოდში გაიცემა.