"იყო ფიზიკური ძალადობა, რაც ჩანს ვიდეოჩანაწერებში" - ნოდარ მელაძის ჩვენება სასამართლოში

06.06.23 17:46
"იყო ფიზიკური ძალადობა, რაც ჩანს ვიდეოჩანაწერებში" - ნოდარ მელაძის ჩვენება სასამართლოში

ირაკლი ღარიბაშვილის მამა "ტვ პირველის" გამომოძებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ - გახმაურებულ პროცესზე ნოდარ მელაძემ დეტალურად უამბო მოსამართლეს, რომ რასაც 2023 წელს "ტვ პირველი" ყვებოდა ტარილ ღარიბაშვილის შესახებ, ეს საჯარო რეესტრითაც დადასტურდა.

მელაძემ ასევე ისაუბრა მტკიცებულებებზე, საუბარია ვიდეოჩანაწერზე,ს ადაც კარგად ჩანს ჟურნალისტისა და ოპერატოირსადმი ფიზიკური ძალადობის ფაქტი და ასევე ისმის მუქარა სიცოცხლით მოსპობის. 

2023 წელს, რასაც ჩვენ ვყვებოდით, დადასტურდა დოკუმენტებით. რეესტრის ამონაწერით, ტარიელ ღარიბაშვილი გახდა ამ კონკრეტული ბიზნესის მფლობელი. ჟურნალისტი როდესაც ამზადებს სიუჟეტს, უპირველესი ამოცანაა, უშუალო მოპასუხე პირის პოვნა და მასთან ინტერვიუს ჩაწერა. ეს ორივე ჟურნალისტურ გამოძიებაში მკაფიოდ ჩანს. პირველ შემთხვევაში და მეორე შემთვევაშიც იყო ფიზიკური ძალადობა განხორციელებული. რომელზეც სპეციალურ საგამოძებო სამსახურში ახლა მიმდინარეობს გამოძიება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აქ იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც მკაფიოდ ისმის ვიდეოჩანაწერებში. აქ ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ვიდეოჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ, როდესაც ჟურნალისტი მიდის რესპოდენტთან და ცდილობს მასთან ფაქტი დააზუსტოს, ჟურნალისტზე ხდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება და ოპერატორზე".- ამბობს ნოდარ მელაძე. 

პრემიერის მამის სასამართლოში დაბარება კლანმა ვერ გაბედა - მოსამართლე ალექსანდრე გზირიშივლმა „ტვ პირველის" შუამდგომლობა ტარიელ ღარიბაშვილის გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით, არ დააკამაყოფილა.

პრემიერის გარემოცვა ჩვენს ეთერში გასული რეპორტაჟის გამო ნოდარ მელაძის და მაკა ანდრონიკაშვილის ანგარიშების და პირადი ქონების დაყადაღებას ითხოვს, არადა ფაქტი, რომლის გამოც ჩვენს ჟურნალისტებს პრემიერის ოჯახის ახლობელი უჩივის, უკვე დადასტურებულია. ღვინის ქარხანა, რომლსაც მანამდე ნუგზარ ალუღიშვილი ფლობდა, პრემიერის მამის სახელზე უკვე გადაფორმდა.