ტარიელ ღარიბაშვილი "შაბათის ეთერის" წინააღმდეგ - პრემიერის მამის სასამართლოში დაბარება კლანმა ვერ გაბედა
პრემიერის მამა სასამართლოში არ მივა. გადაწყვეტილება მოსამართლე გზირიშვილმა დღეს გამოაცხადა. ახალბედა მოსამართლემ ვერ გაბედა სასამართლოში მოწმის სახით ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი დაებარებინა. ადამიანთან, რომელიც "ტვ პირველისა" და საგამოძიებო ჯგუფის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, მოსამართლეს კითხვები არ აქვს.
ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა "ტვ პირველისა" და გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიული მანქანა ამჯერად სასამართლოს ხელით აამოქმედა. ნოდარ მელაძისა და მისი გუნდის გაჩუმება კი კლანის წევრ მოსამართლეს დაავალეს. გზირიშვილი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ჟურნალისტების წინააღმდეგ საქმის განხილვას და ღარიბაშვილების პოლიტიკურ დაკვეთას ხელი მოაწერა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.