შოკისმომგვრელი ამბავი: შშმ არასრულწლოვნებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ

06.06.23 20:07
შოკისმომგვრელი ამბავი: შშმ არასრულწლოვნებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ

სექსუალური ძალადობის უპრეცედენტო საქმე - მთელი ქვეყნის მასშტაბით უმძიმეს დანაშაულში მხილებული პირები იძებნებიან. მათ ვინაობას თავად მსხვერპლები ასახელებენ.  

ირკვევა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწოვნებზე  ჯერ სექსუალურად ძალადობდნენ, ვიდეოებს უღებდნენ, სოციალურ ქსელში ვირუსულად უვრცელებდნენ და აშანტაჟებდნენ.  

შს სამინისტროში  დამანაშავეების წინააღმდეგ მტკიცებულბების კასკადი დევს. მათ შორისაა 27 ვიდეო, რომელიც სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა დროს არის გადაღებული. მთელი დღის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი მოზარდები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პოლიციაში იკითხებიან. ბავშვები კონკრეტულ პირებს ასახელებენ, ამიტომ სამართალდამცველებს მოძალადეების იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეთ.

ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის, თუმცა კანონმდებლობით ბავშვთა პორნოგრაფია უვადო პატიმრობით ისჯება.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.