ცრუ განგაშების სერია და არცერთი ბრალდებული - რატომ დუმს შსს?
ცრუ შეტყობინებების სერია და არცერთი ბრალდებული. შს სამინისტრო დუმს. პოლიციამ ამ დრომდე ვერ გაარკვია, ვინ დგას ანონიმური შეტყობინებების უკან, რომლის გამოც მთელი ქვეყანა პანიკაში იყო.
"პირველების" ინფორმაციით, შეტყობინებებში, რომელიც სავაჭრო ცენტრების ელექტრონულ ფოსტებზე იგზავნებოდა, ტერაქტების რამდენიმე თარიღი სახელდებოდა.
გადაფარა თუ არა კადიროველების სკანდალი ხელისუფლებამ ცრუ განგაშების სერიით?
უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, მას შემდეგ რაც საშიში დამნაშავის გარემოცვის საქართველოში ყოფნის ამბავი გახმაურდა, ხელისუფლებამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ხალხის დაშინების გზას მიმართა და მთელი ქვეყანა არარსებული აფეთქებების საფრთხეზე აალაპარაკა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.