ოკუპანტების მხარეს მებრძოლი ქართველი უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვნეს
პუტინის ომში, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვნეს. ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ექვსი სამხედრო ტყვედან რამდენიმე ქართველია.
ვინ იბრძოდა რუსული არმის მხარეს უკრაინაში? გავრცელებული ვერსიით, ერთ-ერთი გივი ვანიშვილია, აგვისტოს ომის მონაწილე, რომელიც შემდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს, ახლა კი რუსულ მხარეს იბრძვის.
უკრაინაში მებრძოლი ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცი თავად ესაუბრა ტყვედ ჩავარდნილ გივი ვანიშვილს და ის "პირველებს" უდასტურებს, რომ ტყვედ აყვანილი პირი გივი ვანიშივლია, ნაწილი კი ინფორმაციის დადასტურებას ელოდება.
"მითხრეს, ქართველი არის აყვანილიო, მივედი და ეს იყო. წერილის დაწერა უნდოდა, ჩვენებს აცნობეო. განცხადება გააკეთა, ქართველებო მოდით და ერთად ვიბრძოლოთ ფაშისტების წინააღმდეგო და აგერ არის ახლა ფაშისტურად, მიხედავენ აწი. სამარცხვინო, ასეთი ალბათ რამდენი იქნება, რუსეთს რომ მხარს უჭერს, უნამუსო ქართველი. 47 კაცია დაღუიპული და მოდის ქართველი და გვესვრის ტყვიას ჩვენ, თან მოწოდებებით რომ გამოდიან. თან საქართველოშიც დადის თურმე. 2012 წელს გამოუშვეს, როგორც პოლიტპატიმარი. წითელაშვილთან ერთად იჯდა. როგორც წითელაშვილი არის არამზადა, ისეთი არამზადაა ესეც. და უარი განაცხადა 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ ომში. მსახურობდა საქართველოს ჯარში და უარი თქვა". - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი.
ვანიშვილი ბოლო 7 თვის განმავლობაში იბრძოდა რუსული არმიის მხარეს, უკრაინელების წინააღმდეგ. მან 15 დღის წინ ვიდეოც კი გავრცელა, სადაც ის უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდებდა მისულიყვნენ იმ ლოკაციაზე, სადაც ის იმყოფებოდა და სწორედ ასე გავდნენ მის კვალზე უკრაინელი ჯარისკაცები.
ვანიშვილთან ერთად დატყვევებულია კიდევ 5 ჯარისკაცი. უკრაინიის მხარეს მებძრძოლი ქართველი ჯარისკაცების თქმით, დატყვევებულ ჯარისკაცებში არის კიდევ ორი ქართველი.
თავად ვანიშვილი უკრააინაში 52-ე ბრიგადამ დაატყვევა. ის ამჟამად კიევში ჰყავთ გადაყვანილი. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ქართველ ტყვესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გაუვრცელებია.