ახალგორის მუნიციალიტეტიდან ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

07.06.23 13:57
ახალგორის მუნიციალიტეტიდან ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

ახალგორის მუნიციალიტეტიდან ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. განცხადებას ამის შესახებ სუსი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევა სოფელ ახმაჯის მიმდებარედ მოხდა. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებს და ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიეტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას, - ნათქვამია სუსის განცხადებაში.