კახოვკას ჰესის აფეთქება - პანიკაში მყოფი რუსეთის გადაწყვეტილება?

07.06.23 15:34
კახოვკას ჰესის აფეთქება - პანიკაში მყოფი რუსეთის  გადაწყვეტილება?

ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ კახოვკას ჰესისი აფეთქება უკრაინულ მხარეს  ტაქტიკურად არ აწყობდა და არც ამის შესაძლებლობა ჰქონდა. მათი თქმით, პირველ რიგში, მომხდარი აღმოსავლეთ მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევას აფერხებს. 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჰესის აფეთქება შიგნიდან მოხდა.

ახოვკას დამბა არის ძალიან კარგად დაცული ობიექტი და შესაბამისად, ის იმდენად კარგად იყო აგებული, რომ გარეშე დაბოლმბვით მისი განადგურება შეუძლებელი იყო. მისი აფეთქება ხდება შიგნიდან, ხდება ცენტყრში, სადაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო უკრაინელები რაიმე თვალსაზრისით მოხვედრილიყვნენ, ან იქ ვინმე მისულიყი ან დაენაღმა ან აეფეთქებინა. ყოველთის თავდაცვითი მხარე აფეთქებს და ცდილობს, შექმნას ერთგვარი წყლის ზღუდე, რომლის გადალახვაც იქნება შეუძლებელ. ეს არ ახალია, რადგან, რეალურად, რუსები ამ ტექნიკას დიდი ხანია მიმართავენ. რუსებმა 1941 წლის 18 აგვისტოს სწორედაც ზაპოროჟიეს კაშხალი ააფეთქეს და 100 ათასი უკრაინელი მოკლეს, ისე, რომ მათ არავითარი ინფორმაცია არ მიაოწდეს, არავითარი გაფრთხილება არ იყო ამ აფეთქების შესახებ, - ამბობს საგარეო პოლიტიკის საბჭოს კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კობერიძე. 

ქართული ლეგიონის წევრი მამუკა მამულაშვილი "პირველებთან" აღნიშნავს, რომ ჰესში ტროტილის შეტანა მხოლოდ სატვირთო ავტომობილით იყო შესაძლებელი, რაც ცხადყოფს, რომ ჰესს უკრაინელები ვერ ააფეთქებდნენ. 

რამდენიმე ტონა ტროტილი იყო გამოყენებული. ამ რამდენიმე ტონა ტროტილის შეტანა შეიძლებოდა მხოლოდ სატვირთო ავტომობილით. მეტი სხვა გზა მანდ არ არსებობდა. დიდი ხნის ჩადებული იყო ნაღმი და ახლა გადაწყვიტეს კონტრშეტევის წინ განეხორციელებინათ აფეთქება. ჩამორეცხილი პოზიციები წყლით, ფაქტობრივად, შეიქმნა ბუნებრივი ბარიერი და შეიქმნა ბარიერი მხარეებს შორის, - ამბოლბს ქართული ლეგიონის წევრი მამუკა მამულაშვილი.

სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ დატბორვის არეალშია რუსეთის თავდაცვის ზღუდეებიც, რაც აჩენს განცდას, როპმ პუტინი ყირიმის ჩასაბარებლად ემზადება. ჰესის აფეთქებამ ყირიმის მსოახლეობა, ფაქტობრივად, უწყლოდ დატოვა.