ყოფილი ცოლის სასტიკი მკვლელობა - ნიკოლოზ ლაჩაშვილს ბრალდება წარუდგინეს

07.06.23 16:05
ყოფილი ცოლის სასტიკი მკვლელობა - ნიკოლოზ ლაჩაშვილს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  ბრალდება წარუდგინა.

საქმის მასალების მიხედვით, 4 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე,  27 წლის მარიტა მაზიაშვილი თოკის გამოყენებით დაახრჩო.  

პროკუერატურის განცხადების მიხედვით ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გვამი  ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა  და  ხევში გადააგდო.  

სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.