ძლიერი სტიქია კახეთში - რეგიონში ზარალს ითვლიან
წაქცეული ხეები, დაზიანებული სახლები, განადგურებული ნათესები და დამტვრეული ავტომობილები - კახეთში სტიქიამ ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა.
ძლიერმა ქარმა ყველაზე მეტი პრობლემა ლაგოდეხში შექმნა, მძიმე ვითარებაა ნაკრძალის ტერიტორიაზეც. უხვი ნალექის გამო დატბორილია სახლები, რეგიონში ახლაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წინასწარი მონაცემებით ზარალი ასობით ლარია.
ვიზიტორთა ცენტრის წარმომადგენლის თქმით, სტიქიამ დიდი ხეები წააქცია, ერთ-ერთი კი ადმინისტრაციულ შენობას დაეცა,, რის შედეგადაც შენობის სახურავი დაზიანდა, განადგურებულია ინვენტარი.
"სტიქია კი ძლიერ წვიმას მოჰყვა, მოკლე, მაგრამ ძალიან ძლიერი ქარი, რომელიც სამხრეთიდან ჩრდილოეთით ქროდა, ამ დროს ერთ ზოლზე ამოიარა და რამდენიმე ძალიან დიდი ხე წააქცია, ერთ-ერთი ხე ჩვენს ადმინისტრაციულ შენობას დაეცა. ადამიანების დაზიანებას და რაიმე უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია" - ამბობს ვიზიტორთა ცენტრის წარმომადგენელი.