ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა - "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მოზარდი რამდენიმე დღის წინ, გურიაში ჰამაკიდან ჩამოვარდა.
გარდაცვლილის ახლობლების მტკიცებით, საავადმყოფოში ექიმებმა უთხრეს, რომ პაციენტს მხოლოდ ფეხის ტრავმა აღენიშნებოდა.
მოგვიანებით, ბავშვი ბაბუის გასვენებაში წალენჯიხაში ჩამოვიდა. ბავშვს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაუზუსტებელ შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს, ის კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც ის გურიაში, საკუთარ სახლასი გადაასვენეს.