ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - დაშავებულია 5 მოზარდი
ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - დაშავებულია 5 მოზარდი.
ხუთივე მათგანი კლინიკა ,,გორმედშია“ მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა სახლიდან უნებართვოდ წაიყვანა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა და თანატოლებთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.