პუტინის ჯარის ქართველი მსახურები - უკრაინელების წინააღმდეგ მებრძოლები უმძიმესი სასჯელის მოლოდინში

07.06.23 20:14
პუტინის ჯარის ქართველი მსახურები - უკრაინელების წინააღმდეგ მებრძოლები უმძიმესი სასჯელის მოლოდინში

პუტინის ჯარის ქართველი მსახურები. უკრაინელების წინააღმდეგ მებრძოლები ახლა უმძიმესი სასჯელის მოლოდინში არიან.  ნოდარ ბახტურიძე ერთ-ერთია იმ ტყვეებს შორის, ვინც უკრაინელებმა აიყვანეს. მას უვადო  პატიმრობა ემუქრება.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბახტურიძეს რუსეთში მძიმე დანაშაულისთვის ათი წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ციხე ვადაზე ადრე ვაგნერელებთან გარიგების სანაცვლოდ დატოვა. ამის შემდეგ ის უკვე პუტინის ჯარის მსახური გახდა 

ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი ქართველის ტყვედ აყვანის შესახებ. გივი გორიდან  - ასე იცნობენ გივი ვანიშვილს პუტინის არმიაში, რომელიც უკრაინელების და ქართველების წინააღმდეგ რუსული  დროშით იბრძოდა. ამ ინფორმაციას "პირველებს" უკრაინაში მებრძოლი ქართველები უდასტურებენ. ის არის ერთადერთი ქართველი, რომელმაც აგვისტოს ომის დროს რუსების წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვა, შემდეგ  ღალატის გამო ციხეში ჩასვეს, თუმცა ქართულმა ოცნებამ პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.