ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ლაჩაშვილს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რასაც ბრალდებულიც დაეთანხმა.
მოსამართლე: პროკურორი ითხოვს პატიმრობის გამოყენებას. ეთანხმებით?
ბრალდებული: რა თქმა უნდა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 27 ივლისს, 11 საათზე ჩაინიშნა.
გამოძიების ცნობით, 31 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიამ მაზიაშვილი მანქანაში ჯერ გაგუდა, კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. მკვლელობა თბილისში 4 ივნისს მოხდა.