სკოლის პედაგოგი გორიდან ამტკიცებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა თავში ბოთლი ჩაარტყა

07.06.23 20:48
სკოლის პედაგოგი გორიდან ამტკიცებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა თავში ბოთლი ჩაარტყა

ბოთლით ნაცემი ქალი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს დამნაშავის დასჯას. სკოლის პედაგოგი გორიდან ამტკიცებს, რომ  პოლიციის მაღლაჩნოსანმა თავში ბოთლი ჩაარტყა, საქმე აღიძრა თუმცა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ დრომდე ბრალი არ წაუყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს. პედაგოგის მონაყოლით ირკვევა,რომ სამართალდმაცველმა დაზარალებულს იძულებით მოაწერინა ხელი   მშენებლობის ნებართვაზე, რის გამოც დაპირისპირება დაიწყო.  კონფლიქტის დროს კი მეზობელს თავში ბოთლი ჩაარტყა.

"სახურავი არასწორიო. უნდა შენიც გააკეთო და ჩემიცო. შენ ხომ ყოჩარად ხარ მეთქი. რა უნდა გავაკეთო-თქო. ამის თქმა იყო, ბორჯომის ბოთლი ეჭირა, აიღო და ჩამარტყა თავში. გამეტებით მირტყამდა, ამ მუშას კი ხელი ეჭირა ჩემი. დაწერეს დასკვნა, რომ გემატომააო". - ამბობს დაზარალებული ქალბატონი.