გორში ეკლესია გაქურდეს

08.06.23 10:25
გორში  ეკლესია გაქურდეს

გორში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი, 35 წლის პირი დააკავეს.

ის წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა მის მიერ ჩადენილი კიდევ 4 ეკლესიის გაქურდვის ფაქტი აღიარა. საიდანაც უკანონოდ დაეუფლა, ფულს და წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონს.

პოლიციამ, ეკლესიებიდან მოპარული თანხის ნაწილი, ასევე წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.