პუტინის ომის კიდევ ერთი მსხვერპლი - ზურა მუშუქიას ოჯახი სამძიმარს იღებს

08.06.23 10:00
პუტინის ომის კიდევ ერთი მსხვერპლი -  ზურა მუშუქიას ოჯახი სამძიმარს იღებს

პუტინის ომის კიდევ ერთი მსხვერპლი - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურა მუშუქია დაიღუპა. ქართველი მებრძოლი ბახმუტთან აფეთქებას ემსხვერპლა.

ზურა მუშუქია აფხაზეთიდან დევნილია, გმირის ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს და დილიდან სამძიმარს იღებს. 

მუშუქია უკრაინაში გასული წლის აპრილში თავის არეში დაიჭრა, გამოჯანმრთელებისთანავე ის ფრონტის ხაზზე ისევ წავიდა.