დაპირისპირება მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის - ერთ-ერთი დაკავებულის დედა შსს-ს თანამშრომელია

08.06.23 17:21
დაპირისპირება მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის - ერთ-ერთი დაკავებულის დედა შსს-ს თანამშრომელია

დაპირისპირება მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის - ქობულეთში დაკავებული ოთხი ახალგაზრდის ოჯახის წევრები "პირველებთან" საუბარში, პოლიციელებს სამართალდარღვევაში ამხელენ. დაკავებულების ახლობლები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ ახალგაზრდებს ჩხუბი სანაპიროზე ხმამაღალი საუბრის და სიცილის გამო დაუწყო.

მათი მონაწოლის  მიხედვით, სამართალდამცველები მოქალაქეებთან მივიდნენ და "საქმის გარჩევა დანის გამოყენებით სცადეს".

ირკვევა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს სხეულზე დაზიანებები აქვს მიყენებული. ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი დალავებულის დედა შსს-ს თანამშრომელია.

"ერთ-ერთ ბავშვს დაზიანებები აღენიშნება სხეულზე, თუმცა არ ვიცით საიდან აქვს. კადრები, რაც მაქვს ნანახი დანა არ ჩანს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ კადრებში ჩანს ეს. ბავშვების გადმოცემით, ისინი ისხდნენ ზღვის სანაპიროზე იყვნენ მთვრალები და სავარაუდოდ საუბრობდნენ, იცინოდნენ ხმამაღლა, რასაც მოჰყვა შშს-ს თანამშრომლების არაადეკვატური დამოკიდებულება, შეურაცხმყოფელი მიახლოება მათ მიმართ" - ამბობს დაკავებულების მეგობარი.

 პოლიციას წესრიგის დაცვა ევალება და არა ახალგაზრდების გამოწვევა - უთხრა პირველებს ერთ-ერთი დაკავებულის მამამ. 

"არის დანიშნული სასარათლოი და ჯერ ჯერობით აქ არიან. ჩემი შვილი სახლში მინდა მყვარდეს და ტყილუბრალოდ არავინ შემიწუხოს, პოლიციელმა წესრიგი უნდა დაიცვას, კი არ უნდა გამოიწვიოს ახალგაზრდობა.