ქობულეთის ბულვარში მომხდარი დაპირისპირება - რა მოხდა იზოლატორში და შეაცვლევინეს თუ არა ჩვენება ახალგაზრდებს

08.06.23 20:01
ქობულეთის ბულვარში მომხდარი დაპირისპირება - რა მოხდა იზოლატორში და შეაცვლევინეს თუ არა ჩვენება ახალგაზრდებს

რა მოხდა წინასწარი დაკავების იზოლატორში - ახალგაზრდები, რომლებიც პოლიციელების მხრიდან მუქარისა და ზეწოლის მსხვერპლი გახდნენ, დამნაშავეებად საკუთარ თავს აცხადებენ. თუმცა, არსებობს ქობულეთის ბულვარში მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კადრები. ეს ვიდეომასალა პირდაპირი მტკიცებულებაა პოლიციელების წინააღმდეგ. კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველი ერთ-ერთ ახალგაზრდას დანით უპირისპირდება და გარკვევით  ისმის ერთ-ერთი დაკავებულის სიტყვები - რატომ მირტყავ დანას. 

არ არის გამორიცხული, რომ სამართალდამცველები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ფიზიკური ანგარიშსწორება ახლგაზრდებზე დაკავების შემდეგ უკვე იზოლატორშიც გაგრძელდა -  ამაზე უკვე დაკავებულების ადვოკატი საუბრობდა. ადგილობრივები კი ყვებიან, რომ ყვირილის ხმა იზოლატორიდან მთელი ღამე ისმოდა.  არც ერთი პოლიციელი ამ დრომდე გამოკითხული არ არის. საგამოძიებო უწყებას კი მხოლოდ ფაქტის შესწავლა აქვს დაწყებული.  

4 დაკავებული ახლგაზრდის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა - ისინი არცერთი არარ ადებს ხელს პოლიციელებს. სავარაუდოდ, ადგილი აქვს დაშინებას და მუქარას.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.