არასრულწოვანზე იძულებითი ქორწინების მცდელობის გამო მამაკაცი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა - რა მოხდა მარნეულში
არასრულწოვანზე იძულებითი ქორწინების მცდელობის გამო მამაკაცი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. დანაშაულში მხილებულმა კაცმა მარნეულში გოგონა იმ დროს გაიტაცა, როდესაც ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. მანამდე კი ის ოჯახს დაჟინებით სთხოვდა, არასრულწლოვანთან დაქორწინების უფლება მიეცათ, თუმცა ყოველ ჯერზე უარს იღებდა.
დაკავებულია კიდევ ერთი კაცი, რომელიც მეგობარს გატაცებული გოგოს გადამალვაში ეხმარებოდა. თუ დაპირისპირებულ ოჯახებს შორის შეთანხმება შედგა, არ არის გამორიცხული ჩვენება კაცის წინააღმდეგ სასამართლოს არც გოგომ მისცეს და არც მისმა მშობლებმა. ასეთ შემთვევაში დაკავებულ კაცს სასჯელი სავარაუდოდ შეუმსუბუქდება.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.