სერიული ძარცვა თბილისის ცენტრში - "პირველებმა" სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მოიპოვა

08.06.23 20:34
სერიული ძარცვა თბილისის ცენტრში - "პირველებმა" სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მოიპოვა

სერიული ძარცვა თბილისის ცენტრში. ორბელიანების მოედანზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაახლოებით 200-ს მეტრში,  იქ სადაც  წესით ყველაზე დაცული ტერიტორიაა,  თავს ერთდროულად  ექვს დაწესებულებას დაესხნენ.  ეჭვმიტანილია არასრულწლოვანთა ჯგუფი, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსი არ ვრცელდება.  

"პირველებმა" რესტორნის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მოიპოვა.

კადრებში ჩანს, როგორ ჩაამტვრიეს თავმდამსხმელებმა კაფე-ბარების ფანჯრები, კარები და დააზიანეს ინვენტარი.  მოიპარეს ფული და ტექნიკა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძარცვის სერიების უკან არასრუწლოვნები დგანან, რომლებსაც პოლიცია ხელს ვერ აკარებს. 

შსს-ს ცნობით საქმეზე გამოძება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს და ამ წუთებშიც გრძელდება საგამოძებო მოქმედებები.