ქართველი მებრძოლი, რომლის შესახებაც უკრაინაში ომში დაღუპვის ცნობა გავრცელდა, ცოცხალია

09.06.23 10:00
ქართველი მებრძოლი, რომლის შესახებაც უკრაინაში ომში დაღუპვის ცნობა გავრცელდა, ცოცხალია

აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი ზურაბ მუშუქია, რომლის უკრაინაში დაღუპვის შესახებ ცნობა ორი დღის წინ გავრცელდა, ცოცხალია.

ოჯახმა სასიხარულო ინფორმაცია გუშინ მიიღო. 

უკრაინაში მებრძოლების ინფორმაციით, ქართველ მებრძოლეთან კომუნიკაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, მისი თანამებრძოლები კი ბახმუტის მიმდებარედ აფეთქებას ემსხვერპლნენ.